ანგარიშების რეგისტრაციის სცენარები

Navigation:  ბუღალტერია > @ბუღალტერიის პანელი >

ანგარიშების რეგისტრაციის სცენარები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

წარმოდგენილი სექცია გამოიყენება სარეგისტრაციო ფორმებისთვის საბუღალტრო ანგარიშების განსნის სცენარების შემუშავებისთის და  წარმოადგენს ბუღალტერიის განუყოფელ ნაწილს. პროგრამის ეს ნაწილი ოპერაციის შაბლონების მსგავსია, რომელიც ქმნის ანგარიშების შექმნის შაბლონს ფორმიდან გამომდინარე. მოცემულ განყოფილებაში მოცემულია ის ანგარიშები, რომლებიც შეიქმნება, კლიენტის, მომწოდებლის ან საწყობის შექმნისას.

 

clip0037_zoom40

 

მოცემული ფორმის დახმარების რეგისტრირდება ანგარიშები

 

ბანკის

კლიენტის

მომწოდებლის

საკონტაქტო პირის

საწყობის

 

ფორმებისთვის, სადაც ვუთითებთ საბალანსო ანგარიშს, რის მიხედვითაც თითოეული ფორმის შევსებისა და შენახვის შემდეგ ბუღალტერიაში გაიხსნება საჭირო ანგარიში.

 

clip0038

 

მაგალითად, მომწოდებლის რეგისტრაციის დროს თუ მითითებული გვაქვს 3110 როგორც საბალანსო ანგარიში, მომწოდებელს გაეხსნება პირადი ანალიზური ანგარიში 3110 00000 100;200 და ა.შ.

 

თუ გვსურს, რომ მომწოდებლის რეგისტრაციის დროს ანაგრიში იხსნებოდეს არა მხოლოდ 3110-ზე არამედ 3111 ანგარიშზეც, შეგვიძლია მსგავსად დავამატოთ ნებისმიერ რაოდენობის საბალანსო ანგარიში.

 

არსებული შაბლონის კორექტირებისთვის ან ახალი ანგარიშის დასამატებლად ვაჭერთ ღილაკს ახალი ან რედაქტირება, რის შემდეგაც იხსნება სამუშაო ფანჯარა.  ფანჯარაში შეგვყვავს ოპერაციის პრეფიქსი (სახელი, როგორც უნდა გამოჩნდეს გატარება) და საბალანსო ანგარიში, რომელზეც უნდა შეიქმნას ახლად რეგისტრირებული ცნობარი.