თანხობრივი სხვაობები რეპორტებს შორის

Navigation:  ბუღალტერია > ხდკ >

თანხობრივი სხვაობები რეპორტებს შორის

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ თანხობრივი სხვაობა მაქვს რაოდენობრივ ანგარიშებზე (იხ. რას ნიშნავს რაოდენობრივი ანგარიში) სხვა და სხვა მეთოდით დათვალიერებისას, კერძოდ შევადარე:

 

ბრუნვით უწყისი

ანგარიშებზე ბრუნვა

საქონლის ნაშთი თვითღირებულებით

სავარაუდო ამონაგები

 

რამ გამოიწვია მსგავსი სხვაობა და როგორ ვიპოვო შეუსაბამო გატარება?

 

იმ შემთხვევაში თუ ვხედავთ, რომ ანალიზში მოცემული თანხა განსხვავდება ბრუნვით უწყისში მოცემული თანხისგან, ეს ნიშნავს, რომ მოხდა ხელოვნურად თანხის გატარება რაოდენობრივ ანგარიშზე ახალი გატარების, იგივე მემორიალური ორდერის მეშვეობით. მსგავსი გატარების მონახვა მარტივია, შესაბამის ანგარიშზე ბრუნვის დათვალიერებისას, თუ ოპერაცია გატარებულია ამ ანგარიშებისთვის შეუსაბამო შაბლონით, მაგალითად: 000 მემორიალური ორდერი ან სხვა ანალოგიურით, თანხა მოგვცემს განსხვავებას.

 

თანხა დაფიქსირებული ბრუნვით უწყისში.

 

clip0014_zoom50

 

 

თანხა დაფიქსირებული ანალიზში (საქონლის ნაშთი თვითღირებულებით)

 

clip0015_zoom50

 

თანხა დაფიქსირებული ანგარიშებზე ბრუნვაში.

 

clip0016_zoom50

 

მოცემულ ფორმაში ნათლად ჩანს ის განსხვავება, რომელიც გამოწვეულია არასწორი გატარებით.