შტრიხ კოდების ბეჭდვა

Navigation:  საქონელი და ფასები > ხდკ >

შტრიხ კოდების ბეჭდვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

შტრიხ კოდების ბეჭდვა გამოიყენება ძირითადად სუპერმარკეტების მიერ, როდესაც საჭიროა საქონლისთვის თაროებზე მისაკრავი შტრიხ კოდების ბეჭდვა. პარამეტრები ივსება ბოლოს და ინახება, მანამდე უნდა შეივსოს ფურცლის ზომა რაოდენობა და ა.შ. ერთხელ შენახვის შემდეგ პარამეტრების ჩამონათვალიდან შეგიძლიათ ამოირჩიოთ სასურველი კონფიგურაცია. ფორმაში შეგვიძლია მივუთითოთ გამოჩნდეს თუ არა საქონლის დასახელება და ფასი დაბეჭდილ ფურცელზე. ფურცლის სახით ძირითადად გამოიყენება თაბახის ფურცელი A4 ფორმატის, რომლის შეფუთვაზეც მითითებულია მილიმეტრებში ზომა.

 

1

 

მიუხედავად რთული ვიზუალური ფორმისა, ეს ფანჯარა მარტივად ახდენს საჭირო პარამეტრების მომზადებას. ფორმა გათვლილია სპეციალურ წებოვან ფურცლებზე, რომლებიც უკვე დაჭრილია ზომებზე და ხელმისაწვდომია საკანცელარიო მაღაზიებში. შეგვყვავს პარამეტრის სახელი და ვინახავთ.

 

2

 

დასრულების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს ბეჭდვა და შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ დაიბეჭდება ფურცელი.

ამავდროულად შესაძლებელია მოვნიშნოთ ერთდროულად რამდენიმე საქონელი სიიდან.

სიაში რამდენიმე პროდუქტის მონიშვნაა შესაძლებელი ერთდოულად.

 

3