როგორ დავარეგისტრიროთ საწყისი ნაშთები?

Navigation:  ბუღალტერია > ხდკ >

როგორ დავარეგისტრიროთ საწყისი ნაშთები?

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საწყისი ნაშთის იმპორტი ხორციელდება მულტი გატარებებიდან. იმისათვის რომ მოვახდინოთ იმპორტი, საჭიროა მენიუდან საწყისი ნაშთის დაჯენა მოვახდინოთ ექსელის ფაილის ექსორტი,clip0005_zoom50

 

რომელშიც შევსებულია ყველა ანგარიში დებეტითა და კრედიტით. ვავსებთ მონაცემებს და ვახდენთ იმპორტს.

 

საწყისი ნაშთის იმპორტის დროს გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები:

 

1.თუ ფაილში არ შევავსებთ მონაცემებს (რიცხვებს) სისტემა შეგვატყობინებს შეცდომის შესახებ.

2.თუ იმპორტამდე მულტი გატარებებში დამატებული გვქონდა თუნდაც ერთი გატარება სისტემა არ შემოიტანს ინფორმაციას.

3.არ უნდა გამოგვრჩეს იმპორტის თარიღისა და დროის მითითება. სწორედ ამ თარიღზე მოხდება ყველა საბუღალტრო გატარება.

 

გამომდინარე სისტემის თვისებებიდან არ არის შესაძლებელი ყველა ანგარიშის შესაბამისი გატარების იმპორტი. შეუძლებელია იმპორტი განხორციელდეს 16 და 21 ანგარიშებზე, რადგან სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მსგავს ანგარიშებზე თავსდება არა მხოლოდ თანხა, არამედ რაოდენობაც. ამ ანგარიშებზე ნაშთების იმორტისთვის შესყიდვებში გათვალისწინებულია საწყისი ნაშთების იმპორტი რაოდენობრივად და თანხობრივად.