RS.GE შესყიდვა

Navigation:  შესყიდვა > შესყიდვის დოკუმენტები >

RS.GE შესყიდვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=voXW98EJqdw

 
თუ საწყობი ან მომწოდებელი არ არის რეგისტრირებული სისტემაში თქვენ ვერ შეძლებთ შესყიდვის ოპერაციის განხორციელებას. მომწოდებლის და საწყობის რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე წინასწარ ცნობარები>მომწოდებლები ან ცნობარები>საწყობები განყოფილებაში.

 

შესყიდვის ოპერაციის შესასრულებლად შევდივართ განყოფილებაში შესყიდვები / შესყიდვის დოკუმენტები და ჰორიზონტალურ მენიუში ვაჭერთ rs.ge ღილაკს.

 

clip0134_zoom40

 

პროგრამაში გაიხსნება ელექტრონული ზედნადებების ნუსხის ფანჯარა, სადაც ვირჩვევთ სასურველ პერიოდს და განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ იტვირთება ამ პერიოდში მიღებული დოკუმენტები.

გარდა თარიღისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მომწოდებლის ფილტრი ასევე შეიყვანოთ კონკრეტული ზედნადების ნომერი.თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მომწოდებლებში გამოჩნდება მხოლოდ უკვე რეგისტრირებულები სისტემაში.

 

clip0135_zoom50

 

ფანჯარაში მოცემული ნუსხა და ინფორმაცია იდენტურია შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული ინფორმაციის.

 

ჩამოტვირთულ სიაში გამოჩნდება მოსული ზედნადებები თარიღის მიხედვით. სადაც პირველი სვეტი უჩვენებს ზედნადების მდგომარეობას RS.GE პორტალის ანალოგიურად (ახალი, კორექტირებული ...). შემდეგ სვეტში ნაჩვენების ზედნადებები, რომლებიც უკვე ჩამოტვირთულია ან არ არის ჩამოტვირთული. ჩამოტვირთული ზედნადებები მოცემულია სიმბოლოთი V რომელიც აღარ ჩამოიტვირთება, რადგან უკვე მიღებულია პროგრამაში.

 

clip0112_zoom50

 

ზედნადებზე ორჯერ დაჭერით (მაუსის მარცხენა ღილაკი) გაიხსნება დათვალიერების რეჟიმში, სადაც განთავსებულია ორი ჩანართი "ძირითადი ინფორმაცია" და "საქონელი". იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ზედნადები საჭიროა შემოვიტანოთ პროგრამაში ვაჭერთ ჩამოტვირთვის ღილაკს.

ჩამოტვირთვის შემდეგ იხსნება საქონლის შესაბამისობის ფანჯარა, რომელშიც მარცხენა ნაწილში მოცემულია ინფორმაცია მიღებული ზედნადების შესახებ, ხოლო მარჯვენა ნაწილში მისი ანალოგიური პროდუქტები სისტემაში.

იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი არ არის რეგისტრირებული სისტემაში, სისტემა ავტომატურად გახსნის მომწოდებლის რეგისტრაციის ფანჯარას. ამ ფანრიდან ხდება მომწოდებლის რეგისტრაცია, რის შემდეგაც გადავდივართ შესაბამისობის ფანჯარაში.

 

> რას ნიშნავს საქონლის შესაბამისობა და როგორ მუშაობს - საქონელი, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა რეგისტრირებული უნდა იყოს ცნობარებში. პირველი რეგისტრაციის და შესაბამისობის განხორციელების შემდეგ პროგრამა იმახსოვრებს ამ კავშირს და ყველა შემდგომი მიღების დროს ავტომატურად აკავშირებს მიღებულ ზედნადებში მოცემულ პროდუქტებს სისტემში რეგისტრირებულთან.

 

თუ წინასწარ ვიცით, რომ შესაბამისი პროდუქტი არსებობს პროგრამაში (მაგალითად წინასწარ შეიტვირთა საქონელი ცნობარში, ვაჭერთ მოხრილ ისარს, რის შემდეგაც გაიხსნება სრული საქონლის ცნობარი და შეგვიძლია მოვნახოთ შესაბამისი საქონელი.

 

clip0113_zoom50

 

შესაბამისობის დასრულების შემდეგ ვაჭერთ ღილაკზე შენახვა და გადავდივართ უშუალოდ მიღების დოკუმენტზე.

 

 

clip0114_zoom50

 

საქონლის შეძენის ფანჯარაში ყველა მონაცემი შევსებულია და საკმარისია ღილაკზე შენახვა>შენახვა და გასვლა დაჭერა, რის შემდეგაც საქონელი გამოჩნდება ნაშთში.

იმ შემთხვევაში თუ გვსურს მომენტალურად მოვახდინოთ ანგარიშწორება მომწოდებელთან, ფანჯრის ქვედა ნაწილში ვაჭერთ ღილაკზე დავალიანებაზე გადახდები საიდანაც შეგვიძლია გავატაროთ ანგარიშსწორება.

 

 

გამონაკლისები:

 

იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს დავასრულოთ მიღება, რომ არ გამოჩნდეს საქონლის ნაშთში და არ მოხდეს მისი რეალიზაცია, სტატუსში ვუთითებთ ესკიზს. საქონლის ნაშთში გამოსაჩენად საჭიროა გავხსნათ ეს დოკუმენტი და კვლავინდებურად მივცეთ სტატუსი დასრულებული.

ოპერაცია - განსაზღვრავს შეძენის ტიპს. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ეს საქონელი არ ექვემდებარება ანაზღაურებას, საჭიროა შევცვალოთ ოპერაციის ტიპი.

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მივუთითოთ მომწოდებელთან ანგარიშსწორების თარიღი და შემდგომში მივიღოთ შეტყობინება ამის შესახებ.

ადმინისტრატორის მიერ შესაძლოა ჩართული იყოს შეტყობინება ანგარიშსწორებაზე, რაც გულისხმობს, რომ მიღების შემდეგ გამოდის შეტყობინება გადახდაზე.