გადაზიდვის დოკუმენტები

Navigation:  საწყობი >

გადაზიდვის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=GLUVQkP09l0

 

დოკუმენტების სია, სადაც გაერთიანებულია ყველა შიდა გადაზიდვის ოპერაციები. ასევე ის დოკუმენტები, რომლებიც მზადდება შიდა გადაზიდვის ფორმებით.

მოცემული განყოფილების მიზანია მომხმარებელს საშუალება მისცეს შექმნას ახალი დოკუმენტები, დაათვალიეროს, დააკორექტიროს ან წაშალოს არსებულები.

 

clip0083_zoom50

 

 

ღილაკზე ახალი დაჭერით ვიძახებთ შიდა გადაზიდვის ფორმას.

 

საწყობებს შორის საქონლის გადაზიდვისას, მთავარ მენიუში ოპერაციებში ვირჩევთ გადაზიდვას.

გადაზიდვა შესაძლებელია მხოლოდ ორ საწყობს შორის, ამიტომ გადაზიდვის დასაწყებად აუცილებელია მივუთითოთ გამგზავნი და მიმღები საწყობი.

 

clip0085_zoom50

 

 

საწყობების შერჩევის შემდეგ ვახდენთ გადასაზიდი საქონლის შერჩევას და დამატებას სიაში.

ფორმაში ჩანს შერჩეული საქონლის რაოდენობა როგორც გამგზავნ ასევე მიმღებ საწყობში.

 

 

clip0086

 

საჭირო პოზიციების დამატების შემდეგ გადაზიდვის ფორმაზე გვაქვს შემდეგი შესაძებლობები:

 

1. შევინახოთ ფორმა ( თუ არ არის საჭირო ზედანდების გააქტიურება.

2. დავაჭიროთ ღილაკს შენახვა / შენახვა რის შემდეგაც ინფორმაცია შეინახება და გაიხსნება თავიდან. ხელახალი გახსნის შემდეგ შევდივართ შემოსავლების სამსახურის ჩანართში.

 

clip0087_zoom50

 

საქონლის შიდა გადაზიდვისას, საჭიროა ასევე ზედნადების გააქტიურება, თუმცა ზედნადების გააქტიურებამდე უნდა შევავსოთ ელექტრონული ზედნადებისთვის საჭირო ინფორმაცია.

 

 

clip0115

 

შემოსავლების სამსახურის ჩანართში ვირჩევთ შიდა გადაზიდვას და ვავსებთ ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციას.

 

clip0088_zoom50

 

თუ პროგრამაში საწყობებს დაფიქსირებული აქვთ მისამართები, სისტემა ავტომატურად შეავსებს დაწყებისა და დასრულების ადგილებს.

შემდეგი ეტაპია ტრანსპორტირების სახის მითითება, სადაც საავტომობილოს შემთხვევაში აუცილებელია პირადი ნომრის, მძღოლის სახელისა და გვარის ასევე ავტომობილის ნომრის მითითება.

 

ინფორმაციის შევსების შემდეგ ზედნადების გააქტიურების ფუნქციის გამოსაძახებლად აუცილებელია შევინახოთ დოკუმენტი. ჰორიზონტალურ მენიუში ვირჩევთ ღილაკს შენახვა და ჩამოშლილ ვარიანტებში ხელმეორედ ვაჭერთ ღილაკს შენახვა.

ეს ფუნქცია მთელ სისტემაში ერთ და იმავე პრინციპით მუშაობს, კერძოდ მხოლოდ შენახვის შერჩევით, მომზადებული დოკუმენტი შეინახება ხოლო ფანჯარა თავიდან გაიხსნება.

 

 

clip0089

 

შენახვის შემდეგ ჰორიზონტალურ მენიუში გამოჩნდება RS ღილაკი. გააქტიურების ღილაკზე დაჭერთ ზედნადებს მიენიჭება ნომერი და აიტვირთება შემოსავლების სამსახურის პორტალზე.

 

clip0090_zoom50

 

საჭიროების შემთხვევაში ამავე RS ჩანართიდან შესაძლებელია (გააქტიურების შემდეგ) ზედნადების კორექტირება ან გაუქმება.

როგორც ყველა ოპერაციას, გადაზიდვასაც გააჩნია სტატუსები. იმისათვის, რომ ფაქტიურად მოხდეს ნაშთის გადატანა (პროგრამულად) აუცილებელია სტატუსი შევარჩიოთ დასრულებული.