პარამეტრები

Navigation:  პარამეტრები >

პარამეტრები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პროგრამის დამატებითი პარამეტრები განთავსებულია ჰორიზონტალურ მენიუში.

მოცემულ განყოფილებაში გაერთიანებულია დამატებითი ფუნქციები შემდეგი შესაძლებლობებით:

 

ძირითადი

 

თარიღის ასლი დოკუმენტის ასლის აღების დროს - სისტემაში შესაძლებელია ოპერაციების ასლების შექმნა. თუ გვსურს, რომ ასლის აღების დროს შევინახოთ თარიღი ვრთავთ მოცემულ ფუნქციას.

მემორიალურ ორდერში თანხის დამრგვალება - ავტომატური ოპერაციების დროს გენერირდება თანხები, რომელთა დამრგვალებაც ხდება მეასედებამდე იმ შემთხვევაში თუ ჩართულია დამრგვალების ფუნქცია.

რეალიზაციაში რაოდენობის დამრგვალება - ამრგვალებს საქონლის რაოდენობას. ძირითადად გამოიყენება ასაწონი პროდუქციის რეალიზაციის დროს.  ამრგვალებს თანხას მეასედებამდე.

რეალიზაციაში თანხის დამრგვალება - ამრგვალებს თანხას მეასედებამდე.

შიდა გადაზიდვაში ფასის გამოჩენა - შესაძლებელია ფასების დამალვა, თვითღირებულების ან გასაყიდი ფასის ჩვენება.

ოპერაციების დასრულებულში გადაყვანის დროს შეცდომის შემთხვევაში - ადმინისტრატორის ოპერაცია, რომელიც განსაზღვრავს შეჩერდეს თუ არა ოპერაციებში ცვლილებები შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში.

ფორმებში კურსის დამრგვალება - ვალუტის კურსის დამრგვალების ფუნქცია მეასედებამდე.

გადახდის გრაფიკის გამოჩენა - გადახდის გრაფიკის ფუნქციის ჩართვა მომხმარებლისთვის.

 

rs.ge ავტომატური შეტყობინებები

 

rs.ge შეტყობინებების ჩართვა - შემოსავლების სამსახურის პორტალზე მიღებული შეტყობინებების ჩვენება.

ინფორმაციის შემოწმების შუალედი - ახალ დოკუმენტებზე მოთხოვნის გაგზავნა შემოსავლების სამსახურში.

ბოლო მიღებული დოკუმენტების შემოწმების პერიოდი (საათი) - მითითებული პერიოდის მანძილზე შემოწმდეს მიღებული შეტყობინებები.

გამოსაჩენი შეტყობინებების რაოდენობა - ერთდოულად ეკრანზე გამოსაჩენი შეტყობინებების რაოდენობა.

 

 

 

 

clip0145_zoom50