საქონლის შეძენა მექანიკური მეთოდი

Navigation:  შესყიდვა > შესყიდვის დოკუმენტები >

საქონლის შეძენა მექანიკური მეთოდი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=voXW98EJqdw

 

შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია ავტომატური მიღების გარეშე. ამ შემთხვევაში ავტომატურის მსგავსად მენიუში ოპერაციები ვირჩევთ კატეგორიას შესყიდვა. გახსნილ ფანჯარაში ვირჩევთ ღილაკს ახალი

 

clip0116_zoom50

 

გახსნილს ფანჯარაში ვირჩევთ მიმღებ საწყობს და მომწოდებელს.

 

გაითვალისწინეთ!

 

თუ საწყობი ან მომწოდებელი არ არის რეგისტრირებული სისტემაში თქვენ ვერ შეძლებთ შესყიდვის ოპერაციის განხორციელებას. მომწოდებლის და საწყობის რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე წინასწარ ცნობარები>მომწოდებლები ან ცნობარები>საწყობები განყოფილებაში.

 

საწყობისა და მომწოდებლის შერჩევის შემდეგ ვაწვებით ღილაკს დამატება, და გაიხსნება საქონლის დამატების ფანჯარა.

 

ახალ ფანჯარაში შეგვყვავს შერჩეული საქონლის რაოდენობა და მისი ღირებულება ჯამურად დღგ-ს ჩათვლით.

საქონლის დამატების შემდეგ ვაწვებით ღილაკს შენახვა და საქონელი დაემატება დოკუმენტში.

 

clip0117_zoom50

 

ქვემოთ მითითებული ისრით ჩამოიშლება საქონლის სიას სადაც ვეძებთ კონკრეტულ საქონელს რომელიც შევისყიდეთ. ისრის გვერდით ღილაკზე პლუს დაჭერით + შეგვიძლია დავამატოთ საქონელი, თუ ეს პროდუქტი არ არის რეგისტრირებული პროგრამაში.

 

გაითვალისწინეთ!

 

თუ პროდუქტი არ არის რეგისტრირებული სისტემაში თქვენ ვერ შეძლებთ საქონლის შესყიდვას. საქონლის რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე წინასწარ ცნობარები>საქონელი განყოფილებაში

 

იმ შემთხვევაში თუ ვიცით წინასწარ ანგარიშსწორების თარიღი სასურველია ეს თარიღი მივუთითოთ, რომ პროგრამამ ავტომატურ რეჟიმში აღიქვას გადახდის თარიღი

 

clip0118_zoom50

 

თუ შესყიდვა ხორციელდება საჩუქრის სახით, მაგალთად მომწოდებელმა მოგვაწოდა საქონელი უსასყიდოდ საჭიროა ოპერაციის ტიპის შეცვლა. მსგავს შემთხვევაში ოპერაცია 118 საჩუქრის მიღება.

 

 

3-1_zoom50

 

შესყიდვის ოპერაციების ცვლილებით იცვლება საბუღალტრო გატარებებიც, რომლებიც ხორციელდება დოკუმენტის შენახვის შემდეგ.

 

დოკუმენტის შენახვამდე საჭიროა მივუთითოთ დოკუმენტის ნომერი ძირითადად ეს არის ზედნადების ნომერი და დავაჭიროთ სამ წერტილს ... რის შემდეგაც საბუთი ავტომატურად მიებმევა შემოსავლების სამსახურს. ამავე ზოლზე მოცემულია შემოსავლების სამსახურის ლოგოტიპი, რომელზე დაჭერით, თუ შეყვანილია ზედნადების ნომერი შეგვიძლია დავათვალიეროთ მოწოდებული ზედნადები ან დავბეჭდოთ. თუ შესყიდვა ხდება ფიზიკური პირისგან, შესაბამისად შეგვიძლია მივუთითოთ შესყიდვის აქტის ნომიერი ან სხვა ნომერი, რომლითაც მოვახდენთ მომავალში იდენტიფიცირებას.

 

 

clip0119_zoom50