შესყიდვა იმპორტით

Navigation:  შესყიდვა > შესყიდვის დოკუმენტები >

შესყიდვა იმპორტით

Previous pageReturn to chapter overviewNext page

შესყიდვის დროს შესაძლებელია იმპორტით მიღებული საქონლის მიღება. ამისათვის სიაში ვარეგისტრირებთ საქონელს სტანდარტული მიღების მსგავსად.

თავდაპირველად უნდა შევარჩიოთ ვალუტა და კურსი, რა კურსითაც მოხდა საქონლის განბაჟება.

 

 

clip0120_zoom50

 

ამის შემდეგ ჰორიზონტალურ მენიუში (ფანჯრის) ვაჭერთ ღილაკს ოპერაციები სადაც ჩამოიშლება მენიუ და შევარჩევთ ღილაკს ხარჯების დარიცხვა.

 

clip0121_zoom50

 

 

გაიხსნება ფანჯარა, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან.

პირველი ეს არის ხარჯის დაფიქსირების ფანჯარა

მეორე ეს არის ხარჯის დამატების(დარიცხვის) ფანჯარა

მესამე ეს არის საქონლის სია, რომლის შეძენაც განხორციელდა.

 

 

 

clip0122_zoom40

 

ხარჯის დამატებისთვის ვაჭერთ ღილაკს ახალი ჰორიზონტალურ მენიუში. ვირჩევთ ხარჯის დარიცხვის თარიღს და თანხას.

 

აუცილებელია!

დებეტში მივუთითოთ საწყობი, რომელზეც ხდება საქონლის მიღება. სხვა შემთხვევაში დაფიქსირებული ხარჯი არ გამოჩნდება.

 

 

კრედიტში კი ვუთითებთ შესაბამისი ხარჯის ანგარიშს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა თანხა უნდა გატარდეს დღგ-ს გარეშე.

 

 

clip0124_zoom50

 

შენახვის შემდეგ ხარჯი ემატება სიაში, რომლიდანაც ნაწილი თანხა ან თანხა მთლიანად უნდაერიცხოს შესაბამის მირების ოპერაციას.

 

 

გაითვალისწინეთ!

თუ ხარჯის დარიცხვის მომენტში აღმოაჩინეთ, რომ საქონელი სიაში არ ჩანს, საჭიროა მიღების დოკუმენტი ჯერ შეინახოთ ესკიზის სტატუსით და მხოლოდ შემდეგ დაარიცხოთ შესაბამისად ხარჯები.

თუ ხარჯის დარიცხვის შემდეგ დასარიცხი ხარჯების სიაში არ ჩანს თანხა გადაამოწმეთ სწორად მიუთითეთ თუ არა საწყობი და ემთხვევა თუ არა დარიცხვის თარიღი ფილტრში მითითებულ თარიღს?

 

clip0125_zoom80

 

ხარჯი ავტომატურად დაემატება სიაში, რის შემდეგაც ხარჯის თანხაში შეგვყვავს სასურველი რაოდენობა (შესაძლოა ერთი გადახდა ნაწილდებოდეს სხვა და სხვა იმპორტის ოპერაციაზე, ამ შემთხვევაში თუ ამ შეკვეთას უწევს მხოლოდ 25 ლარი გავატარებთ მხოლოდ ნაწილს, ნაწილი კი შემდეგ ოპერაციაზე გატარდება.

 

 

 

ამ ოპერაციის შესრულების შემდეგ გამოყოფილი თანხა დაემატება პროდუქტის თვითღირებულებაში.

 

თუ ყველა ხარჯი დარიცხულია, ვაჭერთ ღილაკს ცვლილებების შენახვა და ვხურავთ ხარჯების ფანჯარას, რის სემდეგაც დოკუმენტს ვუცვლით სტატუსს დასრულებულზე და ვინახავთ. შეგვიძლია შევამოწმოთ საქონლის თვითღირებულება ანალიზში, საქონლის ნაშთი (თვით.)