გატარებული დოკუმენტები

Navigation:  საწყობი >

გატარებული დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

 

გატარებულ დოკუმენტებში ფიქსირდება ყველა ოპერაცია, რაც განხორციელდა სისტემაში შაბლონების დახმარებით.

 

•რეალიზაცია - ყველა ფორმა

•შესყიდვა - ყველა ფორმა

•ჩამოწერა - ყველა ფორმა

•გადაზიდვა - ყველა ფორმა

•დაბრუნება კლიენტიდან - ყველა ფორმა

•საქონლის დაშლა & გაერთიანება - ყველა ოპერაცია

•აღწერა - ყველა ოპერაცია

 

clip0104_zoom50

 

მოცემული განყოფილება წარმოადგენს ერთგვარ დოკუმენტების საცავს, სადაც შეგვიძლია დავათვალიეროთ მომხდარი ოპერაციები და განვახორციელოთ ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში.

 

clip0105_zoom50

 

ჰორიზონტალურ მენიუში სტანდარტული შესაძლებლობების გარდა დამატებულია რამოდენიმე დამატებით თვისება, კერძოდ:

 

სტატუსების ცვლილება - ფორმის გახსნის გარეშე დოკუმენტის სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა. რაც შეეხება სტატუსის შეცვლას, ეს გაცილებით უფრო მრავალფუნქციური დანამატია. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საბუთიდან უკვე მოხდა საქონლის რეალიზაციის თუნდაც ერთი ოპერაცია, ან საქმე გვაქვს ოპერაციების ჯაჭვზე, რაც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას, გადაადგილებას დაბრუნება და ა.შ., რამაც რაიმე ფორმით გავლენა იქონია საქონლის რაოდენობაზე და/ან თვითღირებულებაზე. სტატუსების როლი განხილულია დამატებით ოპერაციის კავშირების განხილვისას.

 

 

მარკირება - დოკუმენტების დანიშვნა, ერთგვარი სანიშნის ფუნქცია.

ბლოკირება - საბუთების ბლოკირება მათი შემდგომი რედაქტირებისგან დაცვის მიზნით.

ოპერაციების გადატანა - საბუღალტრო ანგარიშების და შაბლონების ცვლილების ინსტრუმენტი. ასევე საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ოპერაციის განხორციელების (რეგისტრაციის) თარიღი.

 

clip0106_zoom50