ოპერაციის კავშირები

Navigation:  საწყობი >

ოპერაციის კავშირები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

განვიხილოთ მაგალითი, რომლის დროსაც მიღებისას დაშვებულია შეცდომა. არასწორად არის შეყვანილი საქონელი, მისი ღირებულება ან მიღება შესრულდა არასწორ თარიღში. იმ შემთხვევაში თუ მიღების შემდეგ მოხდა ამ დოკუმენტში მოცემული ერთი ან რამდენიმე საქონლის გაცემა, ცვლილების შეტანა დოკუმენტში შეუძლებელია. პროგრამა ცვლილების მცდელობისას გამოგიტანთ შეტყობინებას ამის შესახებ. იმისათვის რომ მოვახდინოთ ცვლილება საჭიროა შემდეგი:

 

ოპერაციის კავშირები განთვსებულია როგორც საწყობის განყოფილებაში, ასევე რეალიზაციისა და შესყიდვის მოდულებში. შესაბამის განყოფილებებში საბუთზე კონტექსტური მენიუს გამოძახებისას (მაუსის მარკვენა ღილაკზე დაჭერით) გამოდის შესაძლებლობების ჩამონათვალი, სადაც ვირჩევთ ოპერაციებთან კავშირებს.

 

clip0107

 

სისტემა ავტომატურად მოანხავს ამ დოკუმენტს და ყველა საბუთს რომელიც დაკავშირებულია მასთან. ჩვენს მაგალითში შევარჩიეთ შესყიდვის დოკუმენტი, რომლიდანაც მომხდარია ორი ოპერაცია. პირველი ეს არის ნაწილი საქონლის მომწოდებელზე დაბრუნება, ხოლო მეორე აღწერის ოპერაცია.

შესყიდვის დოკუმენტში ცვლილების განხორციელებისათვის გადავდივართ რედაქტირების რეჟიმში. ყველა დოკუმენტი ავტომატურად გადადის "კორექტირებული" სტატუსში, რის შემდეგაც შეგვიძლია გავხსნათ სასურველი დოკუმენტი და შევიტანოთ ცვლილება.

 

ცვლილებების დასრულების შემდეგ ვაჭერთ კორექტირის რეჟიმის დასრულებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა საბუთი გადავიდეს დასრულებულ რეჟიმში.

 

clip0108_zoom50

 

 

გაითვალისწინეთ!

 

თუ ამ ოპერაციის დასრულებისას პროგრამა უარს გეუბნებათ დოკუმენტის შენახვაზე, ეს ნიშნავს, რომ კორექტირების პერიოდში მოხდა რეალიზაცია. ამიტომ სასურველია მსგავი ოპერაციები განხორციელდეს სამუშაოს დასრულების შემდეგ.