საწყობები

Navigation:  საწყობი >

საწყობები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=6bL3DLyK2mQ

 

სისტემის ინსტალაციის დროს პროგრამა ავტომატურად ქმნის საწყობს, თუმცა ახალი საწყობის დამატების საჭიროების შემთხვევაში  ცნობარებში მოცემულია საწყობების განყოფილება სადაც შეგვიძლია დავამატოთ ახალი საწყობი.

საწყობის დამატებისას მნიშვნელოვანია შევიყვანოთ ნომერი, პირობითი დასახელება და მისამართი.

 

მისამართი გამოიყენება ზედნადებებში, რომელიც ავტომატურად ივსება, თუ ინფორმაცია ტრანსპორტირების დაწყების შესახებ შესავსებია.

საწყობის ნომერი და დასახელება სავალდებულო ველებია. ნომერი შეიძლება იყოს ნებისმიერი მომხმარებლის სურვილის მიხედვით ისევე როგორც დასახელება. საწყობის ტიპი და პასუხისმგებელი პირი პირობითი ინფორმაციაა.

 

clip0041_zoom50

 

საბუღალტრო ანგარიშები იქმნება ავტომატურად, თუმცა შესაძებელია საწყობის შექმნა მოხდეს ანგარიშების შექმნის გარეშე და/ან კონკრეტული ანგარიშების გარეშე, რაც ხდება ანგარიშების ჩართვა გამორთვით.

 

clip0063_zoom126

 

საწყობის შესახებ ინფორმაციის შენახვის შემდეგ კავშირებში გამოჩნდება საბუღალტრო ინფორმაცია, კერძოდ ანგარიშები, რომლებთანაც დაკავშირებულია მოცემული საწყობი.

 

ბუღალტრული მიზნებისთვის, შენახვის ღილაკზე დაჭერისას ავტომატურად ეხსნება ანგარიში.  "ანგარიშს შექმნა"

 

თუ გვსურს ანგარიში გაიხსნას საკუთარი მოთხოვნების მიხედვით, საწყისი კონფიგურაციის დროს, პროგრამის ინსტალაციის შემდეგ აუცილებელია შევცვალოთ "ანგარიშის რეგისტრაციის სცენარები" რომელიც განთავსებულია ბუღალტერიის პანელში.