მომწოდებელთან დაბრუნება

Navigation:  შესყიდვა >

მომწოდებელთან დაბრუნება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბუღალტერიაში, მოცემულია მომწოდებლის დაბრუნებისფუნქცია. შერჩეულ პერიოდში შესაძლებელია განხორციელებული დაბრუნების საბუთების შემოწმება. საბუთების დოკუმენტები ზოგად ინფორმაციას გვაწვდის საბრუნების ოპერაციის შესახე. დოკუმენტის დათვალიერების შემდეგ (რედაქტირება) შესაძლებელია შევამოწმოთ უშუალოდ რა დაბრუნდა მომწოდებელთან.

 

ახალი დაბრუნების ოპერაციის შესრულებისას

 

clip0066_zoom50

 

მომწოდებელზე საქონლის დაბრუნების ორი მეთოდი არსებობს. მექანიკური და ავტომატური. პირველ რიგში განვიხილოთ ავტომატური მეთოდი, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის შემოწმებაში შემოსავლების სამსახურთან.

 

ჰორიზონტალურ მენიუში ვაჭერთ ღილაკს RS.GE , რის შემდეგაც იხსნება ზედნადებების ფანჯარა, რომელშიც ჩანს მონიშნულ პერიოდში მიღებული უკან დაბრუნების ზედნადებები. იმისათვის, რომ პერიოდის უკან დაბრუნების ზედნადებები დავინახოთ, საჭიროა მოვნიშნოთ პერიოდი (თარიღი) და დავაჭიროთ ღილაკს განახლება.

 

 

clip0067_zoom50

 

მოცემულ პერიოდში განახლებისას გამოჩნდება ყველა უკან დაბრუნების ზედნადები, რომელიც გამოწერილია ჩვენს ორგანიზაციაზე.

ღილაკზე ჩამოტვირთვა დაჭერისას ჩამოიტვირთბა აქტიური (მონიშნული) ზედნადები.

 

clip0068_zoom50

 

მიღებული ზედნადებებიდან ვირჩევთ ჩვენთვის საინტერესო ზედნადებს. თუ გვსურს პირველ ეტაპზე დავათვალიეროთ, მაშინ ვაჭერთ ორჯერ ზედნადებზე, რის შემდეგაც გაიხსნება დათვალიერების ფანჯარა. ჩანართში საქონელი შეგვიძლია დავათვალიეროთ ის სია, რომელიც მომწოდებელმა დაიბრუნა.

 

clip0069_zoom50

 

 

ჩამოტვირთვისას პროგრამა ავტომატურად მონახავს შესაბამის საქონელს ბაზაში და შემოგვთავაზებს, რომელიც შესყიდვის დროს მივიღეთ.

 

clip0070_zoom50

 

 

თუ მსგავსი რამ არ მოხდა ამის გამომწვევი შეიძლება იყოს შემდეგი ორი მიზეზი:

 

1. დაბრუნება შეცდომით არის გამოწერილი ჩვენს ორგანიზაციაზე.

2. დაბრუნებისას მომწოდებელი განსხვავებული კოდით და დასახელებით ცდილობს დაიბრუნოს საქონელი. -  მსგავს შემთხვევაში შეგვიძლია მექანიკურად მოვიძიოთ სწორი საქონელი ჩვენთან და შევუსავამოთ.

 

 

შემდეგი ეტაპია დაბრუნების საწყობის და სავარაუდო შესყიდვის პერიოდის მითითება, რაც საჭიროა პროგრამისთის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიებისთის.

 

clip0071_zoom80

 

თუ პროგრამამ ვერ შეძლო შესყიდვის დოკუმენტის მოძიება, გაზარდეთ შესყიდვის პერიოდი ან შეცვალეთ საწყობი.

შესყიდვის დოკუმენტის მოძიების გარეშე ვერ შეძლებთ დაბრუნების ოპერაციის შესრულებას ავტომატურ რეჟიმში.

 

სხვა შემთხვევაში, თუ ნაშთი ხელმისაწვდომია, პროგრამა გამოგვიტანს საქონლის სიას, რომელიც ხელმისაწვდომია. გასავლის რაოდენობის სვეტში ვავსებთ დასაბრუნებელ რაოდენობას. ვერტიკალურს სვეტებში ვამოწმებთ მოწოდების (მიღების) თარიღსა და ზედნადების ნომერს. რაოდენობის შევსებისა და შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, შეივსება დაბრუნების დოკუმენტი და ზედნადების ნომერი.

 

 

clip0072_zoom50

 

მოცემულ ცხრილში ცანს ინფორმაცია მოწოდების შესახებ. "გასავალი რაოდენობა"-ში ვუთითებთ დასაბრუნებელ რაოდენობას. შესაბამისად ნაშთი არ უნდა იყოს დასაბრუნებელ რაოდენობაზე ნაკლები.

 

საქონლისა და რაოდენობის შერჩევის შემდეგ შეივსება დაბრუნების ფორმა.

 

ვაჭერთ შენახვის ღილაკს, რის შემდეგაც სრულდება ყველა რაოდენობრივი და თანხობრივი ოპერაციები, რაც გულისხმობს მომწოდებლის მიმართ ჩვენი ორგანიზაციის დავალიანების შემცირებას და რაოდენობის შემცირებას საწყობებზე.