საქონლის დაშლა

Navigation:  შესყიდვა >

საქონლის დაშლა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საქონლის დაშლის ოპერაცია დაკავშირებულია საქონლის ცნობართან, სადაც განხილულია დაშლის თვისება. ყველა საქონელი, რომელიც იშლება გამოჩნდება ახალი დოკუმენტის დამატებისას, სადაც ღილაკი შევსება შეავსებს ყველა საქონელს, რომელიც უნდა დაიშალოს (სრულ რაოდენობას). სხვა შემთხვევაში ხელით   ვუთითებთ იმ პოზიციას და რაოდენობას, რომლის დაშლაც გვსურს.

 

დაშლის ოპერაციის გამოყენებისთვის, აუცილებელია პროდუქტს ჩართული ჰქონდეს დაშლის ფუნქცია. რაც აღწერილია განყოფილებაში საქონელი

 

დებეტსა და კრედითში ვუთითებთ დაუმთავრებელი წარმოების ანგარიშს და საწყობს რომელშიც დაიშლება საქონელი. შესაძლებელია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საქონლის დაშლა. ასევე შესაძლებელია ნაშთში არსებული რამდენიმე ერთეულის ნაცვლად დაიშალოს მხოლოდ ერთი ან ორი რამდენიმედან ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ნაწილი უნდა გაიყიდოს დაშლილ მდგომარეობაში, ხოლო ნაწილი შეკვრის სახით.

 

3-3_zoom50

 

მაგალითი

 

განვიხილოთ ვარიანტი, როდესაც შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია გვაწვდით 12 ცალიანი 0.5 ლიტრიანი კოკაკოლის შეკვრას ჯამური ღირებულებით 10 ლარი. შესაბამისად ზედნადებში მითითებული იქნება 1 შეკვრა კოკა-კოლა 0.5 ლიტრი მოცულობით ღირებულებით 10 ლარი. საქონლის ცნობარში ვუთითებთ, რომ  ეს საქონელი დაშლადია და რომ 1 ტოლია 12 ერთეულის. შესაბამისად რაოდენობა და თვითღირებულება გაიყოფა 12 ცალზე. თუ ეს თვისება საქონელს გაწერილი აქვს ყოველ მიღებაზე. პროგრამა შეგვეკითხება დაშალოს თუ არა რაოდენობა. სხვა შემთხვევაში (უარის შემთხვევაში) მოგვიანებით მოგვიწევს საქონლის დაშლაში შესვლა სადაც გამოჩნდება მიღებული რაოდენობიდან ნაშთი და დავშლით უკვე ხელით მექანიკურად.  მექანიკურად გულისხმობს, რომ პროგრამა მეორეჯერ აღარ შეგეკითხებათ დაშალოს თუ არა მიღებული საქონელი და მოგიწევთ ხელით შეარჩიოთ დასაშლელი საქონელი და მისი რაოდენობა.