რეალიზაციის დოკუმენტები

Navigation:  რეალიზაცია >

რეალიზაციის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=pHpm2ypoUJQ
 
რეალიზაციის დოკუმენტებში გაერთიანებულია ყველა ოპერაცია, რომელშიც წარმოდგენილია რეალიზაციის დოკუმენტები.

დოკუმენტებს გააჩნია ძირითადი და დამხმარე ინფორმაცია, რომელიც ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სერვისებთან.

ძირითადი ფანჯარა დაყოფილია სამ ნაწილად:

1. ჰორიზონტალური მენიუ.

2. ფილტრები

3. დოკუმენტების სია.

 

clip0146_zoom50

 

ჰორიზონტალური მენიუ - წარმოდგენილია შემდეგი შესაძლებლობებით:

 

ახალი - რეალიზაციის დოკუმენტის შექმნა

რედაქტირება - არსებული დოკუმენტის დათვალიერების და რედაქტირების რეჟიმის გამოძახება.

ასლი - / სტანდარტი და მულტი უზრუნველყობს რეალიზაციის დოკუმენტის ასლის შექმნას სადაც შენარჩუნებულია ყველა მაჩვენებლი თარიღის, კლიენტის, საწყობის, პოზიციების და მათი ღირებულების ჩათვლით. გამოიყენება ტიპიური რეალიზაციების დროს.

წაშლა - რეგისტრირებული ოპერაციის წაშლა

განახლება - არსებული დოკუმენტების სიის განახლება

სტატუსის შეცვლა - დოკუმენტის სტატუსის შეცვლა. დეტალურად გაეცანით სტატუსებს განყოფილებაში "ინტერფეისის ელემენტები>სტატუსები"

RS.GE - შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სერვისის გამოძახება, რეალიზაციის დოკუმენტის ელექტრონულ ზედნადებად გარდაქმნის მიზნით.

 

clip0148_zoom60

 

მოცემული ფანჯარა ანალოგიურია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი ფუნქციების. შესაძლებელია ყველა ტიპის ზედნადების მომზადება, გააქტიურება, კორექტირება და გაუქმება.

 

რეალიზაციის დოკუმენტები - ფილტრები

 

ფილტრები საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ დოკუმენტების ჩვენების პერიოდი. მოვიძიოთ კონკრეტული დოკუმენტი ოპერაციის ნომრისა და ზედნადების ნომრის მიხედვით.

საწყობის ფილტრით იფილტრება შესაბამისი მისამართიდან (ფილიალი, საწყობი) მომზადებული რეალიზაციის ოპერაციები.

 

clip0149_zoom50

 

 

ახალი რეალიზაციის ფანჯარა

 

კომერციული საქმიანობის ძირითადი ოპერაციები ხორციელდება რეალიზაციის ფანჯრის დახმარებით.

რეალიზაციის ფანჯარა დაყოფილია ორ ძირითად და ხუთ მეორეხარისხოვან განყოფილებად.

 

 

clip0150_zoom50

 

თუ საწყობი შერჩეულია (რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს იგივე მაღაზია) გააქტიურდება დამატების ღილაკი, რომელიც ხსნის საქონლის დამატების ფანჯარას.

საქონლის დამატების ფანჯარაში ვირჩევთ საქონლის დასახელებას და რაოდენობას. თუ ცნობარებში საქონელზე გაწერილია სარეალიზაციო ფასი, ფასის ველი ავტომატურად შეივსება. აქვე დავინახავთ საწყობის მიმდინარე ნაშთს და დარეზერვებულ რაოდენობას, ხოლო თუ გაგვაჩნია შესაბამისი უფლება მაშინ თვითღირებულებაც გამოჩნდება.

გარდა მოცემული შესაძლებლობებისა, ფორმას გააჩნია ნაშთის კონტროლის ფუნქცია. ნაშტის კონტროლი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის საქონელი რომელიც რაოდენობრივად არ გაგვაჩნია, თუმცა რეგისტრირებულია სისტემაში როგორც ერთხელ მაინც. ნაშთის კონტროლის გათიშვის შემთხვევაში პროგრამა საშუალებას მოგვცემს დავასრულოთ რეალიზაციის დოკუმენტი, თუმცა სტატუსი დასრულებულის გარეშე, მაგალიტად ესკიზად. ეს მეთოდი გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც წინასწარ, საქონლის მიღებამდე ვანხორციელებთ სარეალიზაციო დოკუმენტის შექმნას.

 

თუ გვსურს რეალიზაციის მომენტშივე მოვახდინოთ ანგარიშსწორება და თანხის მიღება კლიენტისგან, რეალიზაციის ფანჯარაში ვირჩევთ დავალიანებაზე გადახდას(ფანჯრის ძირში), ახალ ფანჯარაში ვირჩევთ გადახდის ფორმას (დამატება).

 

clip0154_zoom50

 

იმ შემთხვევაში თუ ანგარიშსწორების ფორმად შეარჩიეთ ნაღდი ანგარიშსწორება გაიხსნება შესაბამისი ფანჯარა, სადაც საჭიროა დააფიქსიროთ გადასახდელი თანხა და სალარო.

 

 

555-222_zoom50

 

 

 

ფანჯარაში მოცემულია შემდეგი შესაძლებლობები:

 

თარიღი: ოპერაციის განხორციელების თარიღი.

საბუთის ნომერი - ავტომატური / ენიჭება დოკუმენტის შენახვის შემდეგ.

ზედნადების ნომერი - ავტომატური / ენიჭება გააქტიურების შემდეგ.

კლიენტი - ვირჩევთ კლიენტს ან ვაჭერთ ღილაკს "+" და ვამატებთ ახალ კლიენტს. (იხილეთ ბმული - კლიენტები)

საწყობი - ნაშთის საწყობი, საიდანაც ხდება ნაშთის გაცემა.

კლიენტის ვალი - სისტემაში რეგისტრირებული დავალიანების მიმდინარე ოდენობა

იხდის დღგ-ს - ინფორმაცია კლიენტის რეგისტრაციის შესახებ დღგ-ს გადამხდელად.

მენეჯერი - პასუხისმგებელი კლიენტთან ურთიერთობაზე

სტატუსი - დოკუმენტის სტატუსი "ინტერფეისის ელემენტები>სტატუსები"

ოპერაცია - ოპერაციის ტიპი და შესაბამისი შაბლონური თვისებები, რომლის მიხედვითაც მოხდება რეალიზაცია და შესაბამისად საბუღალტრო გატარებები.

სავაჭრო წერტილი - ივსება ავტომატურად / გამოიყენება POS რეალიზაციის მქონე კომპანიებში /

ვალუტა - რეალიზაციის ვალუტა.

გაშვების თარიღი - გაშვების თარიღი გამოიყენება ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიების მიერ, ასევე ისეთი ორგანიზაციების მიერ, ვინც უზრუნველყობს რეალიზებული პროდუქტების შემდგომ მიწოდებას.

გადახდის თარიღი - სავარაუდო გადახდის თარიღი, რომელ რეგისტრირდება მოცემულ დოკუმენტზე.

ფასთა სისტემა - გამოიყენება ორგანიზაციებში, რომლებიც კლიენტების მიხედვით სხვა და სხვა საფასოს სისტემას იყენებს.

ა/ფ ნომერი - დოკუმენტზე გამოწერილი ა/ფ ნომერი. ივსება საინფორმაციო მიზნით მექანიკურად.

 

საქონლისა და მომსახურების დამატება

 

! კლიენტისა და საწყობის მითითების გარეშე საქონლისა და მომსახურების დამატება დოკუმენტზე არ არის შესაძლებელი.

 

clip0151_zoom50

 

დამატების ღილაკზე დაჭერისას გამოდის საქონლისა და მომსახურების დამატებით ფანჯარა, რომელშიც ვირჩევთ სასურველ პოზიციას. ვხედავთ შერჩეულ საწყობში არსებულ რაოდენობას დარეზერვებულ ნაშთს და თვითღირებულებას დღგ-ს გარეშე.

 

 

clip0152

 

პოზიციების დამატების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს შენახვას. ვაკონტროლებთ ოპერაციის სტატუსს. დასრულებული სტატუსის გარდა სხვა სტატუსით შენახვის შემთხვევაში, შესაბამისი საბუღალტრო გატარებები არ განხორციელდება და შესაბამისად არ შემცირდება საქონლის ნათში საწყობში.