საქონელი

Navigation:  საქონელი და ფასები >

საქონელი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

განვიხილოთ საქონლის ცნობარი.

 

აუცილებელია თავიდანვე განვმარტოთ, რომ საქონელს ცნობარში არ აქვს უშუალო კავშირი მომწოდებელთან. საქონლის ცნობარში რეგისტრირებული პროდუქტი შესაძლოა ეკუთვნოდეს ერთ ან რამდენიმე მომწოდებელს. იმისათვის, რომ არ მოხდეს საქონლის დუბლირება, პროგრამა მიღებიდან და ნაშთის წარმოშობიდან აკავშირებს ერთსა და იმავე საქონელს მომწოდებელთან, რაოდენობასთან და თვითღირებულებასთან.

 

პირველ რიგში მნიშნველოვანია საქონლის ჰორიზონტალური მენიუ, რომელშიც განტავსებულია მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

 

clip0045_zoom50

 

ახალი - ახალი საქონლის დამატება

რედაქტირება - რეგისტრირებული საქონლის რედაქტირება

 
! სავალდებულო ველები მონიშნულია * ნიშნით

 

clip0046_zoom50

 

ასლი - არსებული საქონლის ანალოგიური საქონლის რეგისტრაცია

წაშლა - რეგისტრირებული საქონლის წაშლა

 

 

შენახვის ღილაკი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კორექტირება ხდება ცხრილში. ცხრილში შესაძლებელია საცალო და საბითუმო ფასის კორექტირება, რომელიც მთლიან ცხრილში გამოყოფილია ფერით.

 

შტრიხკოდების ბეჭდვა და ფასმაჩვენებლების ბეჭდვა გატანილია ცალკე ჩანაწერად სადაც მოცემულია ამ ფუნქციების დეტალური განხილვა.

 

ავტო განახლება და მარკირება მარტივი ფუნქციებია სადაც პირველი უზრუნველყოფს ცვლილებების დროს სიის მომენტალურ განახლებას, ხოლო მარკირება პროდუქტის ფერის შესაცვლელად მონიშვნისთვის.

 

 

განვიხილოთ პროდუქტის ბარათი დეტალურად.

 

შტრიხ კოდი და შიდა კოდი სავალდებულო ნაწილია, თუმცა განსხვავებით შიდა კოდიდან შტრიხ კოდი არ არის სავალდებულო იყოს უნიკალური. შესავსებით გასწვრით მოცემულია ორი ღილაკი, ერთი შტრიხ კოდის მსგავსი, რომელიც აგენერირებს კოდს, ხოლო მეორე ამოწმებს ხომ არ არის მსგავსი კოდი რეგისტრირებული სისტემაში.

დასახელება ზედნადებით, გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტებში და RS.GE პორტალზე ასატვირთად, ხოლო მეორე დასახელება  შიდა მოხმარების არის.

პროდუქტზე ივსება დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლის, კატეგორიის ტიპისა და ა.შ. დამხმარე ცნობარების სახით.

სამი წერტილი საშუალებას გვაძლევს დავაკორექტიროთ ინფორმაცია, მაგალითად კატეგორია,

+ ღილაკი საშუალებას გვაძლევს ამავე ფორმიდან გამოვიძახოთ ცნობარი და დავამატოთ, ხოლო X ღილაკი აუქმებს (მაგრამ არ შლის) შერჩეულ კატეგორიას ან ტიპს.

 

 

 

გარდა დამხმარე ინფორმაციისა, პროდუქტის ბარათზე გვაქვს ზომის ერთეული, საცალო და საბითუმო ფასი. საცალო ფასის მითითების გარეშე პროგრამაში მუშაობა მაინც იქნება შესაძლებელი, თუმცა ხელით იქნება ყოველ ჯერზე მისათითებელი პროდუქტის ფასი.

 

დაბეგვრა - გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვაში, ასევე RS.GE პორტალთან ურთიერთობისას. სავალდებულოა დაბეგვრის ტიპის მითითება. პროგრამა ავტომატურად დაიანგარიშებს დღგ-ს განაკვეთს.

 

თუ საქონელი შეიძლება გაიყიდოს არასრული (არამთლიანი სახით) საჭიროა მივუთითოთ წილობრივი.

თუ პროდუქტი უნდა გამოჩნდეს სასწორის ცხრილში (ადმინისტრაცია > სასწორი) აუცილებელია მივუთითოთ ასაწონი საქონელი და შესაბამისად ინდექსი. არამატერიალური საქონელი არ ჩნდება საქონლის ნაშთში და გააჩნია მხოლოდ თანხობრივი ღირებულება.

 

განყოფილებაში ლოჯისტიკა მოცემულია დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვა ანალიზებში, მაგალითად რაოდენობა ყუთში შევსებით შეგვიძლია ანალიზში დავიყანოთ ინფორმაცია ყუთების ჭრილში.

 

clip0048_zoom80

 

 

პროდუქტის ბარათზე დამატებით განყოფილებაში მოცემულია აქციზის შესახებ ინფორმაციის შეყვანის შესაძლებლობა, საქონლის ფოტოს დამატება და ფასმაჩვენებლის ტექსტის დამატება.

 

clip0049_zoom80

 

 

შემდეგ განყოფილებაში მოცემულია მომწოდებლის შტრიხკოდები. შესაძლებელია მომწოდებელმა ერთი და იგივე საქონელი სხვა და სხვა კოდით მოგვაწოდოს. ასევე შესაძლებელია ერთი და იგივე საქონელი მოგვაწოდოს სხვა და სხვა მომწოდებელმა შესაბამისად სხვა და სხვა დასახელებითა და კოდით.

 

clip0050_zoom80

 

ჩანართში ფასები მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ფასთა სისტემაშია გაწერილი მოცემული პროდუქტის ფასები.

 

clip0051_zoom80

 

 

ჩანართში დამატებითი შტრიხკოდები შესაძლებელია ერთსა და იმავე საქონელს მივანიჭოთ რამდენიმე შტრიხკოდი და ყოველ გატარებაზე, შტრიხკოდის მიუხედავად მოხდება მოცემული საქონლის რეალიზაცია.

 

გაითვალისწინეთ!

საქონლის ბრუნვაში საქონლის ძებნა უმჯობესია შიდა კოდით, რადგან ფორმა არ იძლევა საშუალებას ერთდოულად რამდენიმე შტრიხკოდით შემოწმდეს საქონლის ბრუნვა, სწორედ ამიტომ ენიჭება უპირატესობა შიდა კოდს.

 

clip0052_zoom80

 

საქონელში მოცემული კავშირების ფუნქცია გამოიყენება საქონლის დაშლისთვის. კერძოდ თუ საქონელს ვიღებთ შეკვრის სახით, ხოლო ვყიდით ცალობით საჭიროა ამ ფუნქციის გამოყენება.

 

ყურადღება!

თუ არ გვსურს ამ ფუნქციის გამოყენება, მაშინ კონკრეტულ საქონელს უნდა ჩავურთოთ წილობრივის თვისება, რომელიც საქონლის ბარათის მთავარ გვერდზეა მოცემული.

 

იმისათვის, რომ მოვახდინოთ შეკვრის რეალიზაცია ერთეულებად. საჭიროა ჯერ პროგრამას შევასწავლოთ ეს პირობა. პირველი შესწავლის შემდეგ ყოველი მიღების დროს პროგრამა ავტომატურად შეგვეკითხება რამდენი შეკვრის დაშლა გვსურს, რაც განხილულია ოპერაციებში საქონლის დაშლა.

 

clip0053_zoom80

 

გაითვალისწინეთ!

კავშირში დაშლის ოპერაცია არ ახდენს გავლენას ძველ მიღებულ საქონელზე, ასევე არ ნიშნავს, რომ საქონელი მიღების დროს აუცილებლად დაიშლება ერთეულებად.

 

კავშირის ფანჯრის გამოძახების შემდეგ, ახალი დაშლის ოპერაციის შესაქმნელად საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს დამატება, რის შემდეგაც გაიხსნება კავშირის ფანჯარა. ფანჯარა აწყობილია მარტივი ლოგიკური წესით, სადაც ვუთითებთ რომელი საქონელი რა ოდენობის რამდენი ახალი საქონლის ტოლია. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავარეგისტრიროთ მეორე საქონელი, რომელიც განსხვავებული იქნება დასახელებით, თუმცა არ არის სავალდებულო რომ განსხვავდებოდეს სახელით.

 

ყურადღება!

ზოგიერთი საქონელი გარე შეფუთვით (შტრიხ კოდით) განსხვავდება შიდა შეფუთვისგან, ხოლო ზოგიერთი შიდა და გარე შეფუთვაზე ერთი და იგივე შტრიხკოდით არის წარმოდგენილი. ეს პირობა არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან რეალიზაციის დროს საქონლის შერჩევისას POS ტერმინალი ავტომატურად გვეკითხება თუ რომელი საქონელი გვსურს გავყიდოთ (სწორედ ამიტომ არის სასურველი საქონლის სახელი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან), ხოლო მენეჯერული რეალიზაციის დროს ჩამონათვალში გამოჩნდება რამდენიმე საქონელი.

 

დაშლის მომენტში ჩანს დასაშლელი საქონელი 1 ცალი და მეორე საქონელი, რომელიც ჩვენს მაგალითში არის 70 ცალი. ყოველი მიღების დროს პროგრამა შეგვეკითხება გვსურს თუ არა ამ საქონლის დაშლა და 70 ახალი ერთეულის წარმოქმნა.

 

clip0054