ცნობარები

Navigation:  »No topics above this level«

ცნობარები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ცნობარები არის პროგრამის ძირითადი დასაყრდენი, რის მიხედვითაც ხდება ოპერაციები და ინფორმაციის დაჯგუფება. ამ ინფორმაციის გარეშე პროგრამასთან მუშაობა არ არის შესაძლებელი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა ინფორმაციის დიდ ნაწილს ცნობარებში ავტომატურად ავსებს. ძირითადი ცნობარების გარდა სისტემაში არის დამხმარე ცნობარები. ძირითად ცნობარად შეგვიძლია ჩავთვალოთ ისეთი ცნობარები, როგორებიც არის: საქონლისა და მომსახურების ცნობარი, მომწოდებლისა და კლიენტის ცნობარი, ასევე საკონტაქტო პირების, საწყობებისა და ვალუტის კურსის ცნობარი. დანარჩენი ცნობარები, როგორიც არის, საქონლის კატეგორია, ტიპი და სხვა დამხმარე ცნობარებია.