მომსახურება

Navigation:  საქონელი და ფასები >

მომსახურება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

განყოფილებაში ცნობარები ვირჩევთ მომსახურებას. მომსახურება რეგისტრირდება სისტემაში საქონლის მსგავსად და შემდეგ ხელმისაწვდომია რეალიზაციის ფორმაში. ასევე მომსახურებისთის შექმნილია ანალიზის ფუნქცია, მომსახურების ანალიზი, რომელიც მთვარ მენიუში განყოფილება ანალიზშია განთავსებული.

 

განვიხილოთ მაგალითი, როდესაც კლიენტი იძენს ერთ პროდუტს და შესაბამისად საჭიროებს მომსახურებას, მაგალითად მონტაჟს. მომსახურებაში ვამატებთ ახალ მომსახურებას.

 

შტრიხდკოდი პირობითია და ჩვენს შემთხვევაში შეგვყვავს ერთიანი, თუმცა შეიძება იყოს ნებისმიერი სიგრძის შტრიხკოდის მსგავსად.

შიდა კოდი სავალდებულოა, რომ იყოს უნიკალური. შეგვიძლია შევიყვანოთ ხელით და/ან დავაგენერიროთ ავტომატურად .

დასახელებაში შეგვიძლია შევიყვანოთ უბრალოდ მონტაჟი, ან კონკრეტული მონტაჟის ტიპი, თუ გვსურს სისტემაში განსხვავებული იყოს მონტაჟის ტიპები. აუცილებელია მივუთოთ დაბეგვრის ტიპი, რაც ძირითადად ჩვეულებრივი ანუ დაბეგრილი იქნება და საცალო ფასი და ვაჭერთ შენახვას

 

clip0092

 

 

მომსახურება ემატება მომსახურების სიაში. რომელიც წარმოადგენს იმ მომსახურებების სიას, რომელსაც კომპანია უწევს კლიენტს.

სიაში დამატების შემდეგ გადავდივართ ოპერაციებში რეალიზაცია, სადაც ვიწყებთ ახალი რეალიზაციის ოპერაციას. კლიენტისა და საწყობის შერჩევის შემდეგ ვამატებთ სარეალიზაციო საქონელს და მომსახურებას. სავალდებულო არ არის საქონლის შეყვანა, შესაძლებელია მხოლოდ მომსახურების დამატება საქონლის დამატების ანალოგიურად.

 

clip0093

 

მომსახურების დამატების შემდეგ ის რეალიზაციის ფანჯარაში ჩვეულებრივ გამოჩნდება. მომსახურება შესაბამისად არ გამოჩნდება ზედნადებში, თუმცა გამოჩნდება ინვოისში სტანდარტულად და ანგარიშ ფაქტურაში.

 

clip0094_zoom50

 

მომსახურებას გააჩნია დამატებითი შესაძლებლობები, კერძოდ მომსახურების დასახელებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაჭერისას კონტექსტური მენიუ იხსნება, მომსახურების დეტალები. ვირჩევთ ამ ჩანართს და გაიხსნება ახალი ფანჯარა.