კლიენტები

Navigation:  ცნობარები >

კლიენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

 

კლიენტის რეგისტრაცია ხდება როგორც უშუალოდ ცნობარებიდან ასევე რეალიზაციის ფანჯრიდან. რეალიზაციის ფანჯარაში დამატებულია იმ მიზნით, რომ არ დაგჭირდეთ ფანჯრის დახურვა და ცნობარში გადასვლა.

 

ცნობარში კლიენტის დამატებისას იხსნება "კლიენტის დამატება/რედაქტირების ფორმა. ადგილობრივი კლიენტის რეგისტრაციის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ავტომატურად მოწმდება შემოსავლების სამსახურში და ბრუნდება უკვე ფორმაში ველების შევსებით. დღეისათვის ავტომატურად ივსება  დასახელება და დღგ-ს გადამხდელის სტატუსი.

 

clip0039_zoom50

 

შემოსავლების სამსახური გვაწვდის იმ მინიმალურ ინფორმაციას რომელიც საჭიროა სამუშაოდ. გარდა მოწოდებული ინფორმაციისა, შესაძლებელი შევიყვანოთ კლიენტის ტიპი, თუ გვსურს კლიენტების დახარისხება, კონსიგნაციის პერიოდი თუ შეთანხმებულია ანგარიშსწორების დღე მოწოდებიდან  და კრედიტის ლიმიტი, თანხა, რომელიც შეთანხმებულია კლიენტთან (საბრუნავი) სხვა ტიპის ანგარიშსწორებისთის. ულიმიტოს შერჩევის შემთხვევაში, პროგრამაში შესასყიდი თანხის ოდენობა არ შეიზღურება (თუ ეს ფუნქცია ჩართლი აქვს კლიენტს პროგრამის გამართვის დროს).

 

! ლიმიტის მითითების შემთხვევაში ოპერატორის მიერ ახალი შეკვეთის გამოწერისას, თუ მისი (კლიენტის) ვალდებულება კომპანიის მიმართ მიახლოებულია ან ტოლია ლიმიტის, ხოლო ახალი შეკვეთა აჭარბებს დაფიქსირებულ ლიმიტს, შეკვეთის შენახვა არ იქნება შესაძებელი. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც არ არის შესაძლებლობა ყველა ოპერატორისა და კლიენტის ვალდებულების კონტროლი მექანიკურად.

 

კლიენტის ტელეფონის ნომრის შეყვანა და საკონტაქტო ჯგუფში ჩასმა საჭიროა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შემდგომი მიწოდება ხდება საქონლის, რომ ვიცოდეთ კლიენტთან დასაკავშირებლად მისი ტელეფონის ნომერი. ანალოგიურად ტელეფონის ნომერი საჭროა სერვისის ფუნქციაშიც ანალოგიურად.

 

შენახვის ღილაკზე დაჭერისას, კლიენტს ავტომატურად შეექმნება საბუღალტრო ანგარიში, რომელზეც მოხდება ოპერაციების გატარება ბუღალტერიაში. შესაძლებელია კლიენტისთვის ავტომატურად გავუხსნათ ერთზე მეტი ანგარიში. ამისათვის ბუღალტერიაში, განყოფილებაში ანგარიშთა შესაბამისობა უნდა დავამატოთ დამატებითი ანგარიშები, რომლებზეც გაიხსნება საბუღალტრო ანგარიში. ეს პროცესი დეტალურად არის აღწერილი შესაბამის განყოფილებაში.

 

გარდა შეყვანილი ინფორმაციისა, ელექტრონულ ზედნადებებთან ურთიერთობისთვის საჭიროა მისამართის შევსება, რაც შესაძლებელია კლიენტის დამატების ფორმის მეორე დანართში. მისამართის ველის შევსების დეტალური ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ინქტრუქციებში.

 

 

ბუღალტრული მიზნებისთვის, შენახვის ღილაკზე დაჭერისას ავტომატურად ეხსნება ანგარიში.  "ანგარიშს შექმნა"

 

თუ გვსურს ანგარიში გაიხსნას საკუთარი მოთხოვნების მიხედვით, საწყისი კონფიგურაციის დროს, პროგრამის ინსტალაციის შემდეგ აუცილებელია შევცვალოთ "ანგარიშის რეგისტრაციის სცენარები" რომელიც განთავსებულია ბუღალტერიის პანელში.