სტატუსები

Navigation:  ინტერფეისის ელემენტები >

სტატუსები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში არსებულ ყველა ოპერაციას გააჩნია სტატუსის თვისება. სტატუსი ნიშნავს დოკუმენტის თვისებას. მას არ აქვს კავშირი ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სტატუსებთან და შეგვიძლია გავაიგივოთ ეტაპებთან.

 

ოპერაციების ტიპიდან გამომდინარე ხელმისაწვდომია ძირითადი და დამხმარე სტატუსები:

 

ესკიზი - სტატუსი გამოიყენება დოკუმენტების ესკიზური ვარიანტის შესანახად რაც ანალოგიურია დოკუმენტების Draft რეჟიმში შენახვის. დოკუმენტი მზადდება "წინასწარი" მომზადებისა და შენახვის პრინციპით შემდგომი გამოყენებისთვის. მოცემული სტატუსით დოკუმენტის შექმნისა და შენახვის შემთხვევაში, ის არ აისახება ბუღალტერიაში და შესაბამისად არ იქონიებს გავლენას საქონლის რაოდენობაზე.

დასრულებული - მოცემული სტატუსი გამოიყენება ოპერაციის დასრულების მიზნით, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში მომზადებული დოკუმენტი იღებს საბოლოო სახეს და ხდება ყველა ოპერაციის შესრულება, რომელიც აისახება სასაქონლო და ფინანსურ ნაშთებზე, სრულდება საბუღალტრო გატარებები. იქმნება დავალიანება მომწოდებელთან ან კლიენტთან მიმართებაში ოპერაციის ტიპის მიხედვით.

 

დარეზერვებული - ამ სტატუსით მომზადებულ დოკუმენტებში შერჩეული საქონლის რაოდენობები გადადის დარეზერვებულ მდგომარეობაში. ეს არის ეტაპი, რომლის დროსაც დოკუმენტებში მოცემული რაოდენობები დარეზერვებულია და მათი გამოყენება არ არის შესაძლებელი შესაბამისი სტატუსის ცვლილების გარეშე. ამ ეტაპზე მხოლოდ რაოდენობები იბლოკება, ხოლო საბუღალტრო ოპერაციები არ სრულდება.

გაუქმებული - დოკუმენტები გადადის გაუქმებულ სტატუსში. ის ანალოგიურია ესკიზის სტატუსის იმ განსხვავებით, რომ გაუქმებულ სტატუსში დოკუმენტის გადაყვანისას უქმდება ასევე ამ დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი საბუღალტრო გატარებები.