ახალი შეკვეთა

Navigation:  პროექტი >

ახალი შეკვეთა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პროექტზე რეგისტრირდება წინასწარი შეკვეთები და მომსახურებები.

 

პირველი ეტაპი - შეკვეთის რეგისტრაცია

 

გულისხმობს ოპერაციების მენეჯერის მიერ ინფორმაციის განთავსებას მოთხოვნაზე.

შეკვეთის განთავსებისას ვუთითებთ შემდეგ ინფორმაციას:

 

მომწოდებელი - პოტენციური მომწოდებელი ორგანიზაცია ან საწყობი.

პასუხისმგებელი პირი - ვისგან ველოდებით ოპერაციის შესრულებას. ამ ოპერაციაზე პასუხისმგებელი პირი.

შეკვეთის ტიპი - დაყოფილია სამ ნაწილად: შეკვეთა (გარე მომწოდებლისგან); შიდა გადაზიდვა (მოთხოვნა სხვა საწყობიდან); დამოუკიდებელი შეკვეთა (მოთხოვნა პროექტის გარეთ)

 

clip0166_zoom50

 

ღილაკზე "დამატება" დაჭერით ვირჩევთ საქონელს ან მომსახურებას

სასურველი საქონლის ან მომსახურების შერჩევის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს "შერჩევა" და ვამატებთ სიაში. თუ სასურველი საქონელი არ არის სისტემაში რეგისტრირებული, ღილაკზე "დამატება" დაჭერით შეგვიზლია გამოვიძახოტ მომსახურების ან საქონლის რეგისტრაციის ფორმა.

 

clip0167_zoom50

 

საქონლის დამატების შემდეგ ვუთითებთ შესაკვეთი საქონლის რაოდენობას და მოწოდების სასურველ თარიღს. ასევე ვუთიტებთ შეკვეთის ტიპს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შერჩეულია (შეკვეთის ტიპი) დამოუკიდებელი შეკვეთა, სავალდებულოა პროექტის მითითება.

 

clip0168_zoom50

 

სასურველი რაოდენობის მითითების შემდეგ ვაწერთ ღილაკზე შენახვა.

 

მეორე ეტაპი - ავტორიზაცია

 

ავტორიზაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩნდება დამატებითი სვეტები, სადაც ზემდგომი პირი ახდენს დაგეგმილი რაოდენობის კორექტირებას და სავარაუდო შესყიდვის ფასის მითითებას.

 

clip0169_zoom50

 

ავტორიზაციის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს შენახვა.

 

მესამე ეტაპი - პროცესში

 

შეკვეთის ამ ეტაპზე გადაყვანა გულისხმობს, რომ შეკვეთა განთავსდა შესყიდვების მენეჯერის მიერ მომწოდებელთან. პირობები მოლაპარაკებულია და შესაბამისად ველდოებით პროდუქტის ან მომსახურების მოწოდებას,

 

 

მეოთხე ეტაპი - მიღებული

 

სტატუსი მიღებულის მინიჭების შემდეგ  ვუთითებს რეალურად მიღებულ რაოდენობას და ფასს, რა ღირებულებითაც მოგვაწოდეს საქონელი. მიღებული სტატუსი გათვალისწინებულია საწყობის მენეჯერის მიერ ფიზიკურად მიღებული რაოდენობების რეგისტრაცია სისტემაში და რაოდენობების დადასტურება.

 

clip0170_zoom50

 

მეხუთე ეტაპი - დარიცხული

 

სტატუსი დარიცხული გულისხმობს ფაქტიური გატარებების დაკავშირებას მიღებასთან. კონკრეტული ოპერაციების მიბმას, რითიც დასტურდება საქონლის მიღება პროგრამაში.

ღილაკზე კავშირები დაჭერის შემდეგ, აუცილებელია დავაჭიროთ ღილაკს დამატება, რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა. ამ ფანჯრის დახმარებით ვახდენთ საბუთების დაკავშირებას დაგეგმილ შესყიდვასთან.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ოპერაცია არ არის რეგისტრირებული სისტემაში. ღილაკზე "ოპერაციები" დაჭერით ვიძახებთ სასურველ ოეპრაციას.

 

clip0171_zoom50

 

მოცემული დოკუმენტების რეგისტრაციისას გამოიყენეთ სტანდარტული მეთოდოლოგია.

 

clip0172

 

 

შენახვის ღილაკზე დაჭერისას მოცემული საბუთები ემატება კავშირებში.

 

clip0173_zoom50

 

ოპერაციების დასრულების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს შენახვა.