ჩამოწერის დოკუმენტები

Navigation:  პროექტი >

ჩამოწერის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პროექტზე ჩამოწერის ოპერაციების მუშაობის პრინციპი:

 

პროექტის ეტაპებს შორის მოძრაობისას (ანგარიშებს შორის) გადაადგილდება შესრულებული სამუშაოების რაოდენობა და ღირებულება, რაც საბოლოო ჯამში აისახება პროექტის შემკრებ ანგარიშზე. ამ ეტაპზე ხდება რაოდენობების გაქრობა და პროექტის ჯამური ღირებულების აკუმულირება ერთიან ანგარიშზე. ჩამოწერის ოპერაციით უქმდება რაოდენობები, ხოლო თანხები აისახება საბოლოო ანგარიშზე. მოცემულ ცხრილში შეგროვებულია ყველა ოპერაცია, რომლის დახმარებითაც მოხდა მოცემულიოპერაციები.

 

clip0177_zoom50

 

ჩამოწერა ხდება მარტივი ფორმით, რომელშიც ვუთითებთ რაოდენობებს, ხოლო მათი ღირებულება ავტომატურად ანგარიშდება თვითღირებულებით.

შესაძლებელია როგორც სტანდარტული შაბლონით, ასევე სპეციალური შაბლონით ჩამოწერის ოპერაციის შესრულება. სისტემაში სტანდარტულად რეგისტრირებულია ოპერაცია - "პროექტი: ნედლეულის და მასალების ჩამოწერა პროექტზე". მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი შაბლონი და განსაზღვროს როგორც მიმღები ასვე საბოლოო რაოდენობრივი ანგარიში საკუთარი სურვილით, თუმცა პროგრამაში რეგისტრირებული სქემით, რაოდენობის "გაქრობა" და მისი გარდასახვა ანგარიშზე თანხობრივად გათვალისწინებულია 1630 და 1640 ანგარიშები.

 

ტიპიური ჩამოწერის ფორმა.

პროექტის ანგარიშის მითითებისას, იტვირთება ყველა ნედლეული და რაოდენობა, რომელიც მითითებულია პროექტზე. ჩამოწერის სვეტში ვუთითებთ იმ რაოდენობას, რომელიც უნდა აკუმულირდეს საბოლოო ანგარიშზე.

 

clip0178_zoom50