მულტი გატარებები

Navigation:  ბუღალტერია >

მულტი გატარებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მულტი გატარებები განკუთვნილია ისეთი ოპერაციებისთვის, რომლის დროსაც საჭიროა ბევრი მსგავსი ოპერაციის სწრაფად შეყვანა პროგრამაში.

პროგრამის ეს ფუნქცია აღჭურვილია რამოდენიმე უნივერსალური ფუნქციით, რომელიც გაგიმარტივებთ რუტინული გატარებების განხორციელებას პროგრამაში.

 

პირველ რიგში განვიხილოთ მარტივი ფუნქციები:

 

ღილაკი - ახალი  - საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ახალი ოპერაცია

ღილაკი - შენახვა - ინახავს თქვენს მიერ დამატებულ ოპერაციებს.

ღილაკი - ასლი - ქმნის დამატებული ოპერაციის ასლს იმ ოდენობით რამდენჯერაც დააჭერთ ღილაკს ასლი.

ღილაკი - დახურვა - ასრულებს მოცემულ ფანჯარასთან მუშაობას.

 

 

clip0003_zoom50

 

გარდა სტანდარტლი ფუნქციებისა, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთი კონკრეტული ანგარიში დებეტში ან კრედიტში, შეურჩიოთ ოპერაციას კოდი, შეცვალოთ ოპერაციის თარიღი ან თანხა, რის შემდეგაც ღილაკზე ასლი დაჭერის შემდეგ დაემატება იმდენი ანალოგიური ფორმა რამდენიც თქვენ გსურთ. მულტი გატარებები შეგვიძლია შევადაროთ სტანდარტულ მემორიალურ ორდერს, რომელიც სხვა ფორმით არის წარმოდგენილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. განსხვავებით სტანდარტული მემორიალური ორდერისგან, მულტი გატარებებში არ არის შესაძლებელი ფაილის მიბმა დოკუმენტზე, ასევე ბეჭდვა. სხვა მხრივ ეს ორი ფორმა არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

 

 

მოცემულ ფორმაში რამოდენიმე სვეტი არ ჩანს, რაც გამოწვეული ფორმის ინდივიდუალური განლაგებით. შესაძლებელია დამატებითი სვეტების/ველების გამოჩენა და დამალვა სვეტის სარჩევიდან.  კორექტირების ფორმით შეგვიძლია დავამატოთ ჩვენთვის საჭირო სვეტები ნებისმიერ დროს.

 

 

clip0004_zoom50