ბუღალტრული დოკუმენტები

Navigation:  ბუღალტერია >

ბუღალტრული დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბუღალტრულ გატარებებში შეკრებილია ყველა ის ოპერაცია, რომელიც განხორციელდა პროგრამაში, იმისგან დამოუკიდებლად, იმუშავა ამ საკითხზე უშუალოდ ბუღალტერმა თუ პროგრამამ ავტომატურად მოახდინა გატარებები. პირველ ზოლში მოცემულია სტანდარტული ღილაკები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავამატოთ ახალი ოპერაცია ბუღალტერიაში მემორიალური ორდერით (ისეთ ოპერაციები როგორიც არის შესყიდვა, რეალიაზცია და სხვა განტავსებულია ოპერაციებში გატარებულ საბუთებში.). აქვეა შესაძლებელი ოპერაციის ასლის შექმნა, რედაქტირება ან წაშლა. ბეჭდვა, განახლება, ექსპორტი და ფორმის დახურვა სტანდარტული ფუნქციაა ყველა სამუშაო ფანჯარაში.

 

clip0006_zoom50

 

ფორმასთან მუშაობის დაწყებისას მეორე ეტაპია წინასწარ მომზადებული ფილტრები, რომლებიც განკუთვნილია როგორც დროის პერიოდის ფილტრაციისთვის, ასევე კონკრეტული ანგარიშებისა და დოკუმენტების ფილტრაციისათვის (ნომრები და ა.შ.) პროგრამის ახალ ვერსიაში ფილტრები პროგრამის მარჯვენა ნაწილშია განთავსებული.

 

clip0007_zoom50

 

ბუღალტრული ანგარიშების ფილტრაცია შესაძლებელია როგორც ანალიზური ანგარიშებით, ასევე საბალანსო ანგარიშების მეშვეობით.

 

ანალიზური ანგარიშებით ფილტრაციისთვის ვიყენებთ დებეტისა და კრედიტის ფილტრებს.

საბალანსო ანგარიშებით ფილტრაციისთვის ვიყენებთ საბ. ანგარიში (დებეტი) და საბ. ანგარიში (კრედიტი)

 

 

მესამე ნაწილში მოცემულია ოპერაციის თარიღი, სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები, თანხები და სხვა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ოპერაციებთან. როგორც ნებისმიერ სხვა ფორმაში, ანალოგიურად შეგვიძლია დამალული სვეტების გამოჩენა სხვა ფუნქციების ჩვენებისთვის.

 

 

clip0008_zoom50

 

დამატებით სვეტებში განტავსებულია ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ სურვილის მიხედვით გამოაჩინოთ.

 

clip0009_zoom50

 

ამავე განყოფილებიდან შეგიძლიათ გამოიძახოთ როგორც ახალი ოპერაციის დამატების ფანჯარა, ასევე მოახდინოთ რედაქტირება გატარებული საბუთების.

გარდა სტანდარტული ახალი გატარების (მემორიალური ორდერი) ფანჯრისა, ხელმისაწვდომია ორმაგი გატარების ფორმაც, რომელიც ჰორიზონტალურ მენიუშია ღილაკზე "ახალი" დაჭერით ხელმისაწვდომი.

 

clip0010_zoom50