ბრუნვითი უწყისი

Navigation:  ბუღალტერია >

ბრუნვითი უწყისი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბრუნვითი უწყისი , VOBI ბუღალტერიის მთავარი დოკუმენტია, რომელსაც ფართო შესაძლებლობები გააჩნია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ხედის ვარიანტები, რომელშიც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გაშალოთ ინფორმაცია ანგარიშების შესახებ. პროგრამას გააჩნია ინფორმაციის ჩვენების 4 ვარიანტი, რომელთა შორის გადაადგილებაც შესაძლებელია ჰორიზონტალური მენიუს დახმარებით. ძირითადად ყველაზე პოპულარურია მესამე დონე. ჩაშლის კორექტირება მარტივია.

 

clip0073_zoom50

 

გარდა ამისა, ამავე მენიუს ნაწილით შეგიზლიათ შეარჩიოთ ჩვენების ვალუტა და გამოაჩინოთ ნულოვანი ანგარიშები. სტანდარტულად, ანგარიშები რომლებზეც არ არის გატარებები არ ჩანს სიაში.

 

ჩვენების დონის მიხედვით, ინფორმაცია ცხრილში სხვა და სხვა ნაირად გამოჩნდება.

 

ნულოვანი ხედი - 0 - გვიჩვენებს ინფორმაციას ანალიზური ანგარიშების დონეზე.

 

 

 

clip0017_zoom50

 

 

რაოდენობრივი ახალი ანალიზური ანგარისის შექმნის შემთხვევაში ბრუნვითი უწყისიდან სავალდებულოა კავშირის შექმნა საწყობთან.

 

clip0018_zoom60

 

 

ახალ ვერსიებთან ერთად, პროგრამის კონტექსტურ მენიუში ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი ფუნქციები

 

 

ანგარიშებზე ბრუნვები - ანგარიშის ბრუნვაზე გასვლა ბრუნვითი უწყისიდან.

ანგარიშის გადახურვა - ყოველთიური და წლიური მოგება ზარალის დაანგარიშებისთვის, ანგარიშის გადახურვის ფორმა, რომელიც ავტომატურად ავსებს ანგარიშებს და თარიღებს.

შედარების აქტი - შედარების აქტის გამოძახება ანალიზური ანგარიშიდან და მისი გამოძახება ბეჭდვაზე.

 

 

clip0042

 

ანგარიშების გადახურვის გააქტიურების შემთხვევაში, იხსნება უკვე შევსებული მემორიალური ორდერის ფორმა გასული თვის ბოლო რიცხვითა და შევსებული ანგარიშით და თანხით. საჭიროა მხოლოდ შესაბამისი ანგარიშის შევსება, იგულისხმება საანგარიშო პერიოდის მოგება ზარალის ანგარიში.

 

 

clip0074_zoom50

 

პროგრამის ზოგიერთი მომხმარებელი, თითოეული თვის მიხედვით, იყენებს კონკრეტულ ანგარიშს 5330 საბალანსო ანგარიშზე, (თითოეული თვისთვის იყენებს ერთ ანგარიშს, ხოლო ზოგი საერთო ანგარიშს იყენებს ამ მიზნისათვის), როგორც ეს სურათზეა მოცემული.

სწორედ ამ მიზეზით. მეორე დებეტის ველი არ ივსება ავტომატურად.

clip0147_zoom50

 

ანგარიშის ასლის შექმნა ბრუნვით უწყისში

 

ჰორიზონტალურ მენიში მოცემულია ღილაკი "ანგარიშის ასლი", რომელიც საშუალებას გაძლევთ არსებული ანგარიშის სრულყოფილი ასლი შექმნათ, ერთ ღილაკზე დაჭერით.

 

clip0075_zoom50