ხარჯების აღიცხვა

Navigation:  ბუღალტერია >

ხარჯების აღიცხვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ხარჯების აღრიცხვის მოდული განკუთვნილია მიღებული მომსახურების აღრიცხვის გამარტივებისთვის. მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ხარჯის აღრიცხვა და გატარება ბუღალტერიაში მარტივად.

 

 

მენიუ ბუღალტერია: განყოფილება ხარჯების აღრიცხვა, ახალი ოპერაციის დამატება.

 

1-1_zoom50

 

ვირჩევთ ხარჯის ანგარიშს და მომწოდებელს. შემდეგი ნაბიჯია საქონლის ან მომსახურების დამატება. შესაძლებელია კომენტარის დამატება ოპერაციაზე და გადახდის რეგისტრაცია.

 

იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს ანგარიშთა გეგმაში გახსნილი სასურველი ანგარიში, შესაძლებელია მისი დამატება ხარჯების სარჩევის გასწვრივ მოცემული დამატების ღილაკით.

ანგარიშის რეგისტრაცია მარტივი პროცედურაა. ვუთითებთ სახელს და საბალანსო ანგარიშს. რაოდენობრივ ანგარიშებს საჭიროა მივუთითოთ კავშირი შესაბამის საწყობთან.

 

1-2_zoom50

 

 

საქონლის შესყიდვის ოპერაციის მსგავსად შესაძლებელია ელექტრონული ზედნადებით ხარჯის შემოტანა და რეგისტრაცია. ამისათვის ვაჭერთ ღილაკს RS.GE და ვტვირთავთ შესაბამის ზედნადებებს.

 

ანალოგიური პრინციპით შესაძლებელია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით ხარჯის რეგისტრაცია, თუ გაწეულ მომსახურებაზე არ არის გამოწერილი ელექტრონული ზედნადები.

 

1-3_zoom50